გორში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გორში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გორში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული, ტირძნისში, 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კლინიკაში დღეს გადაიყვანენ.

ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი.

დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმში 170 პირია გადაყვანილი.

დატოვე კომენტარი