გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა
გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრისას სამი ადამიანი დაშავდა

გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო.

ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც თხევადი გაზის 20-ტონიანი ავზიდან აირით ავტოცისტერნა იტვირთებოდა.

ცეცხლის ჩაქრობა სწრაფადვე მოხდა, ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ავტოცისტერნის მძღოლი.

დაშავებულები დამწვრობით გორის სამედიცინო ქსელ „გორმედში“ მიიყვანეს. როგორც სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ აცხადებენ, ორის მდგომარეობა მძიმეა და მათ თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

„შემოყვანილია სამი პაციენტი, სამივე მათგანს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ერთის მდგომარეობა მსუბუქია, ორ პაციენტს კი აღენიშნება სხეულის მრავლობითი დამწვრობა და იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა.