გორში ძაღლმა მოზარდი დაკბინა
გორში ძაღლმა მოზარდი დაკბინა

გორის ცენტრში ძაღლმა მოზარდი დაკბინა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გოგონა შემდგომი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ჭავჭავაძის 4 ნომერში მცხოვრები მათი მეზობლის ძაღლი აგრესიულობით გამოირჩეოდა და სხვა დროსაც არაერთი ადამიანი დაუკბენია.

მეზობლების თქმით, ძაღლის პატრონის მიმართ მათ სასამართლო დავაც მოგებული აქვთ.