გორში დემონსტრაციაზე დაარიგეს მედლები გენადი ზიუგანოვის ხელმოწერით
გორში დემონსტრაციაზე დაარიგეს მედლები გენადი ზიუგანოვის ხელმოწერით

9 მაისთან დაკავშირებით, გორში „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა დემონსტრაცია გამართეს. მათ თან საბჭოთა სიმბოლიკა და ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ქონდათ მიტანილი. ადგილზე ორგანიზაციამ რამდენიმე ჯილდო დაარიგა, რომელზეც რუსული კომპარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის ხელმოწერაა.

დემონსტრაციაზე აღნიშნულ ფაქტს ხმაური მოყვა. ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქის მოთხოვნით პოლიციამ ადგილიდან საბჭოთა დროშა გაიტანა.

აღნიშნულ დემონსტრაციას წინ უძღოდა დაპირისპირება სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა მოქალაქეებს დაურიგეს სტიკერები წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“. სიტყვიერი დაპირისპირება​ სტალინელებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის მოხდა.