გორში ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 15 ფაქტი დაფიქსირდა
გორში ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 15 ფაქტი დაფიქსირდა

ფისაში და ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დროს საკარანტინო რეჟიმის წესის დარღვევისთვის 15-მდე პირი დაჯარიმდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, გრძელდება საკონტროლო პუნქტებზე მოსახლეობის შემოწმება. თერმოსკრინინგი 7 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა. რამდენიმე პირი კი მაღალი ტემპერატურით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გორში ხუთი საკონტროლო პუნქტზე შსს-ს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მაშტაბით შსს-ს 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.

„ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მცირედითაა გაზრდილი გუშინდელთან შედარებით. პაციენტების შემთხვევაში გართულებული ვითარება არ არის. ინფიცირების შემთხვევა რეგიონში ჯერ არ გვაქვს. ვითარება მშვიდია. გუშინდელთან შედარებით დამრღვევთა რაოდენობა განახევრებულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დარჩეს სახლში და გაუფრთხილდეს საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც“, -განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დატოვე კომენტარი