გორში ბებია და შვილიშვილი სავარაუდოდ, გაზის ნამწვით მოიწამლნენ
გორში ბებია და შვილიშვილი სავარაუდოდ, გაზის ნამწვით მოიწამლნენ

​გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ.

59 წლის ბებია და 15 წლის შვილიშვილი მარტო იმყოფებოდნენ, ისინი მეზობელმა ნახა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

მოწამლულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.