გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა

21:19, 06.02.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გადატრიალდა.

მომხდარის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

მსგავსი