გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაშავდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაშავდა

გორში 11 წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე, კულტურისა და დასვენების პარკთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მოზარდი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ექიმის განცხადებით, 11 წლის გოგონას ფეხის წვივი ჰქონდა მოტეხილი. შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, მოზარდი კლინიკიდან გაეწერა.

შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული.