გორში ავტოავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

21:48, 28.01.2020

გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ასევე, ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

მსგავსი