გორში ავარიისას ფეხმძიმე ქალი დაშავდა

14:31, 10.10.2018

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი და ორსული ქალი დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი