გორში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა

16:10, 21.02.2020

გორში, ტყვიავის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად 25 წლამდე მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ამოტრიალდა.

დაშავებულია ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს.

მსგავსი