გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან გასახლებული ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან გასახლებული ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის აშენებული კორპუსიდან გასახლებული ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.

ღამბაშიძეებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი მეზობელთან წაიყვანეს, თავად კი ბინის გადაცემის მოთხოვნით კვლავ სადარბაზოსთან რჩებიან. ღამბაშიძეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და ღამის გასათევად დროებითი ფართი შესთავაზა. კოტე თავზარაშვილის შეთავაზებაზე ოჯახი არ დათანხმდა.

ანწუხელიძის ქუჩაზე დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში თვითნებურად შესახლებული ოჯახი ბინის გადაცემას ითხოვს. სამართალდამცავებმა ბინა, სადაც ღამბაშიძეები იყვნენ შესულები, დღეს დაულუქეს.

ღამბაშიძეები 2008 წლის ომის შემდეგ დროებით მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაასახლეს. რთული საცხოვრებელი პირობების გამო, ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე გამოიცვალა. ერთი თვის წინ კი ღამბაშიძეები ნებართვის გარეშე გორში, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში თვითნებურად შევიდნენ.