გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან რუსული აგრესია გააპროტესტეს
გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან რუსული აგრესია გააპროტესტეს

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სიმბოლურად – მავთულხლართებითა და დანთებული სანთლებით რუსული აგრესია გააპროტესტეს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მანათობელი ფრანები გაუშვეს, როგორც სამშვიდობო გზავნილი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი.

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, აგვისტოს ომის მემორიალთან რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ვიდეო ინსტალაციაც გაიმართა. ვიდეო ეფექტებით გაცოცხლდა ომის კადრები და ნაჩვენები იყო ომში დაღუპული გმირების ფოტოები. ვიდეო ინსტალაციის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ომის მძიმე დღეები გორში.