გორში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გორში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა.

„დღევანდელი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული თარიღია, თუმცა ამავდროულად ეს არის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და გაუტეხელობის დღე, სიმბოლო. მინდა, ქედი მოვუხარო ჩვენს გმირებს, რომლებმაც მოგვცეს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, მადლობა მათ, თავისუფლებისთვის“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, მამუკა საღარეიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია წელს გორში, სამეფო ქუჩაზე ცხრა აპრილის მემორიალს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.