გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა
გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გორში, ანწუხელიძის ქ. N1-ში მცხოვრებ 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ქალაქ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს.

მთავრობის განკარგულებით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ,საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.