გორში 445 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
გორში 445 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

გორში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ. 445 ოჯახი დღეიდან რვა ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე ესწრებიან.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში დანგრევის პირას მყოფ ხუთ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახლად აშენებულ კორპუსებში გადავლენ.