გორში 34 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა
გორში 34 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა

გორში 34 დევნილი ოჯახი ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გადასცეს.

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.

2020წელს ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება.