გორში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

05:50, 13.09.2018

გორში, ყიფიანის ქუჩაზე 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ფეხსაცმლის თასმით არის ჩამომხრჩვალი. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოზარდი ოჯახის წევრებმა ნახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ. მოზარდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, არ არის გამორიცხული მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მსგავსი