გორსა და თელავში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრების სასამართლო პროცესები გადაიდო
გორსა და თელავში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრების სასამართლო პროცესები გადაიდო

პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული „გირჩი-მეტი თავისუფლების“ აქტივისტების, ბადრი გრიგალაშვილისა და და ზურაბ ხომერიკის სასამართლო პროცესი, გორის რაიონულ სასამართლოში გადაიდო.

დაკავებიდან 48 საათის შემდეგ, დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია და პოლიციას სამხრე კამერების ჩანაწერები მოსთხოვა.

აქტივისტები პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. მათ პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბადრი გრიგალაშვილმა და ზურაბ ხომერიკმა გორის პოლიციის შენობის პიკეტირება სცადეს, ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

ამასთან, „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი, რომელიც სამართალდამცავებმა ორი დღის წინ კახეთის სუს-ის შენობის წინ დააკავეს, თელავის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, საქმის განხილვა კი 19 ნოემბრისთვის გადაიდო.

სასამართლო სხდომაზე ტორესა მოსიმ განაცხადა, რომ მისი ქმედება პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.