გორს დასუფთავების ახალი მანქანები ჰყავს
გორს დასუფთავების ახალი მანქანები ჰყავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დასუფთავების ექვსი ახალი, სპეციალური მანქანა შეიძინა.

სამი ერთეული მცირე ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი, ორი ერთეული ქუჩის მოსარეცხი და ერთი ერთეული საშუალო ტევადობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, შპს „სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

უწყებამ ექვსი სპეცმანქანა მუნიციპალიტეტის დასუფთავების ხელშეწყობის მიზნით შეიძინა და ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ გადასცა. სააგენტო ახალი ტექნიკით მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანას.

დატოვე კომენტარი