„გორმედის“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა
„გორმედის“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

გორმედის“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. საავადმყოფო პაციენტების მომსახურებას მრავალპროფილური დატვირთვით გააგრძელებს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქარელის საავადმყოფო 19 აპრილს სრულად გამოცხადდა ე.წ. ცხელების ზონად და მხოლოდ „კოვიდ-19“-ზე საეჭვო პაციენტებს იღებდა.

მრავალპროფილური ფუნქციის აღდგენის გარდა, კლინიკა რეგიონში არსებული „გორმედის“ ქსელის სხვა კლინიკების მსგავსად, მიიღებს ცხელების მქონე პაციენტებსაც, რომელთა მართვაც სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში მოხდება.

დატოვე კომენტარი