გორკის ქუჩაზე ხის მოტეხილი ტოტი ავტომანქანას დაეცა​

20:52, 23.06.2018

​გორკის ქუჩაზე ხის მოტეხილი ტოტი ავტომანქანას დაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს.

სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა გზის სავალი ნაწილი გაწმინდეს და სამუშაოები უკვე დასრულებულია.

სსმს-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი