გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სამხედრო ჰოსპიტალი აკურთხა
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა სამხედრო ჰოსპიტალი აკურთხა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზო აკურთხა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურთხევას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანიც დაესწრო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად ორ მარტს გამოცხადდა.

დღევანდელი მონაცემებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში სულ 59 ადამიანი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო პირია. ჰოსპიტალში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.