გორის თეატრის სკვერთან მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს 
გორის თეატრის სკვერთან მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს 

გორში, თეატრის სკვერთან უსახლკარო მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, 44 წლის მამაკაცი რამდენიმე წელი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა.

როგორც თეატრის სკვერის სიახლოვეს მცხოვრებლები ამბობენ, მამაკაცი კიბის ქვეშ ათევდა ღამეს.

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.