გორის სოფელ მერეთში მანქანის დაჯახების შედეგად ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა
გორის სოფელ მერეთში მანქანის დაჯახების შედეგად ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ოთხი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ის გზაზე გადარბოდა, რა დროსაც „გოლფის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დატოვე კომენტარი