გორის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი

23:52, 19.07.2022

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი მგზავრი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი