გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გორის სამხედრო ჰისპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთი პირის ნიმუშიდან, კორონავირუსზე ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით მყოფი ორ პირი რჩება, მათი მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 53 პირი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ჰოსპიტალში მყოფი ორივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროისთვის 53 პირია საკარანტინო სივრცეში. ყველას მდგომარეობა ნორმალურია. ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში გაკეთდება სინჯი. გუშინ ჰოსპიტლიდან ხუთი ნიმუში გადაიგზავნა და ყველა არის უარყოფითი“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.