გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

14:30, 22.03.2020

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით მყოფი ორ პირის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ინფიცირებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კორონავირუსის ინფექცია ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს გუშინ დაუდასტურდა. მათ საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში სულ 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო.

მსგავსი