გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ნიმუშიდან „კოვიდ 19“-ზე ერთი დადებითი პასუხი მოვიდა. ინფორმაცია პირველ არხს დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის განყოფილებაში დაუდასტურეს.

ჰოსპიტალში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 14 პირი მკურნალობს.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში ამ დროისათვის 56 პირი იმყოფება.

შიდა ქართლის რეგიონში თვითიზოლაციის წესს 274 პირი იცავს.