გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 57 პირი რჩება
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 57 პირი რჩება

გორში, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 57 მოქალაქე რჩება.

აქედან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქე და 16 სამხედრო პირია.

გუშინ, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 სინჯიდან, ყველა უარყოფითია.

ჰოსპიტალში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დრომდე გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზეა გადასული.

ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.