გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 ადამიანი რჩება
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 ადამიანი რჩება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22  პირი რჩება.

ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთის შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა.

კარანტინში მყოფთაგან ოთხი სამხედრო მოსამსახურე და 18 სამოქალაქო პირია.

მათგან ერთი ირანის და ორი ბულგარეთის მოქალაქეა.

„არც ერთ პაციენტზე არ დაგვჭირდა დამატებითი ჩარევა. ახალი შემთხვევები იყო საეჭვო და ხუთი ნიმუში გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, თუმცა ყველა უარყოფითია და კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. წინა დღეებში საკარანტინო სივრცე ოთხმა სუბიექტმა დატოვა, მათ ორ კვირიანი საინკუბაციო პერიოდი ამოეწურათ“, -განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორიმა, დავით ბარლიანმა.