გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება

გორში, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დრომდე, საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გუშინ ჰოსპიტალში მყოფი პირებიდან ლუგარის ლაბორატორიაში არც ერთი სინჯის გაგზავნა არ გამხდარა საჭირო.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზეა გადასული. ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლება.