გორის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს
გორის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს

გორის ახალი მოწვევის საკრებულომ სხდომა გამართა. ახალი შემადგენლობით საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა.

36 წევრიდან უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს 24 მანდატით, ცხრა წევრი ჰყავს „ნაცმოძრაობას“, ხოლო სამი – „საქართველოსთვის“.

სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ მოხდა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ახალმა საკრებულომ თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩია. „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას გუნდის წევრებს არც ერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ახალ საკრებულოში სულ სამი ფრაქცია შეიქმნა.