გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლები ყველა წესის დაცვით გაიხსნა
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლები ყველა წესის დაცვით გაიხსნა

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი განახლდა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში. გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო და ექვსმა კერძო სკოლამ სასწავლო პროცესი დღეიდან განაახლა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის მშობლების მოთხოვნით სამი დაწყებითი კლასი დარჩა დისტანციური სწავლების მოდელზე. სურვილის შემთხვევაში, თუ კლასის მშობლების 70 პროცენტი აირჩევს ონლაინსწავლების მოდელს, ეცნობება სამინისტროს და მთლიანად კლასი დარჩება ონლაინსწავლებაზე.

სასწავლო პროცესის განახლებამდე პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით

„მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. ყველა წესის დაცვით გავხსენით სკოლები. პედაგოგებს რაც შეეხება, ორ კვირაში ერთხელ დაიტესტებიან. სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით. პარალელურად, მშობლის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეს შეუძლია, სწავლა ონლაინგააგრძელოს, ამისთვის მშობლის განაცხადია საჭირო. გორის ერთ სკოლაში მშობლების 70%-ის მოთხოვნით სამი დაწყებითი კლასი დარჩა ონლაინსწავლებაზე“, – აცხადებს გორის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.