გორის რაიონის სოფელ კარალეთში მაღაზია გაძარცვეს
გორის რაიონის სოფელ კარალეთში მაღაზია გაძარცვეს

გორის რაიონის სოფელ კარალეთში მაღაზია გაძარცვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ძარცვის მიზნით, ღამით შევიდნენ. დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდათ.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, წაღებულია სიგარეტი და გარკვეული რაოდენობის თანხა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.