გორის ქალთა გუნდი ევროპის 12 ქვეყანაში კონცერტებს გამართავს
გორის ქალთა გუნდი ევროპის 12 ქვეყანაში კონცერტებს გამართავს

ოქტომბერში გორის ქალთა კამერული გუნდი მორიგ ევროტურში მიემგზავრება. გუნდი ევროპის 12 ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში იმოგზაურებს და 14 ოქტომბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით 37 კონცერტს გამართავს. ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელმა, თეონა ცირამუამ „პიკის საათის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, გორის ქალთა კამერული გუნდი 23 ივნისს მსმენელის წინაშე პროექტ #თბილისისცისქვეშ ფარგლებში წარსდგა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, კონცერტი არ შეწყვეტილა და მსმენელიც ბოლო წუთამდე ესწრებოდა.