გორის პარკში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
გორის პარკში სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

პოლიცია სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა ი.ნ.-მ მიუთითა. სწორედ ი.ნ. ფიგურირებს 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის საქმეში. იმ დროს მას ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს.

სამძებრო სამუშაოების ადგილზე, პარკის პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

დატოვე კომენტარი