გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 23 ნიმუში გაიგზავნა

20:00, 02.05.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დღეს კიდევ 23 ნიმუში გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. აღებული სინჯების დიდი ნაწილი იმ პირების კონტაქტები არიან, რომლებიც „კოვიდ-19“ გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდისგან გადაედოთ.

სოფლებში თერგვისსა და ფლავში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების დადგენა და თერმოსკრინინგი. თერგვისსა და ფლავში კიდევ 18 პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, 2 000-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის რვა შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი