გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ქალია. კორონავირუსი მას ორი დღის წინ დაუდასტურდა.

ინფიცირებული 30 წლამდე ქალია და ის ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

ინფიცირებული ქალი გორის ჰოსპიტალის მედდის ნათესავია, რომელსაც ვირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 393 გამოჯანმრთელდა.