გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თანამდებობა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

როგორც მერის ყოფილი მოადგილეები აცხადებენ, ისინი გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან.

„მინდა, გაცნობით, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არააა და არც ახლა გამოვეკიდებით ამას. ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მინდა, ვუთხრა მმართველ პარტიას, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და მათ გაშვებას გეგმავენ. ჩვენ ვაგრძელებთ გორელებზე ზრუნვას გახარიას გუნდთან ერთად“, – განაცხადა ერასტი ელიჯანაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯანაშვილი თანამდებობას 2019 წლის იანვრიდან იკავებდა, პაატა ივანიშვილი კი 2019 წლის 2 სექტემბრიდან.