გორის მერიის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გარდაიცვალა
გორის მერიის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს” თანამშრომელი, რომელიც ორი დღის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა.

57 წლის სურამი ლამაზოღლი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა.

„კეთილმოწყობის სააგენტოს“ თანამშრომელი ორი დღის წინ იმ სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რომელსაც „რეგიონ ფეშენ ვიკის“ ბანერი გადაჰქონდა. გადმოვარდნისას ბანერი მამაკაცს ზემოდან დაეცა, რის გამოც ის მძიმედ დაშავდა.