გორის მერია საახალწლო კონკურსს აცხადებს
გორის მერია საახალწლო კონკურსს აცხადებს

გორის მერია საახალწლო კონკურსს აცხადებს. მუნიციპალიტეტში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების გამოსავლენად კონკურსი, სახელწოდებით „ყველაზე საახალწლო“ 21 დეკემბერს დაიწყო და საუკეთესოები 29 დეკემბერს გამოვლინდებიან.

გამარჯვებულები ახალი წლის ღამეს ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტში შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ მოქალაქე და ორგანიზაცია. პროექტი გორის მერიის ინიციატივითა და კერძო კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საახალწლოდ ქალაქის მორთვა უკვე დასრულდა.

“მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ქალაქი ლამაზად მოგვერთო. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შევძელით. მომავალში კიდევ უფრო ლამაზად მოვრთავთ ჩვენს ქალაქს. მანამდე კი საახალწლო ღონისძიებებზე გეპატიჟებით. წინასაახალწლოდ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი” – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.