გორის კლინიკაში მყოფ ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა
გორის კლინიკაში მყოფ ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გორისა და ხაშურის ცხელების ცენტრში 16 პაციენტი იმყოფება. აქედან ერთი პირი ორმხრივი პნევმონიით. მას ჩაუტარდა ტესტირება და პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითია.

„დღე ღამის განმავლობაში „გორმედის“ ცენტრში განხორციელებულ ზარებზე 15 შემთხვევაზე გაწეული იქნა კონსულტაცია. აქედან ერთი ადამიანი ჩაითვალა საეჭვოდ „კოვიდ“ ვირუსზე. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა პაციენტი „გორმედის“ ცხელების ცენტრში. ჩაუტარდა ყველა კვლევა, ასევე გაიგზავნა ტესტირებაზე კვლევები. მოგვივიდა პასუხი უარყოფითი. ზოგადად გორში ცხელების ცენტრში შემოსულია 12 პაციენტი. ნაწილი გადასულია კლინიკაში სამკურნალოდ, ნაწილი გადასულია სახლში. ხაშურში შემოსულია ორი პაციენტი, ერთი გაწერილია და ერთი იმყოფება ცენტრში. ყველა ნაბიჯი იდგმება მკაცრად პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა ​„გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში შიდა ქართლში ე.წ ცხელების ორი ცენტრი მოქმედებს.