გორის ჰოსპიტლის დირექტორი აცხადებს, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი 

15:24, 28.12.2021

გორის ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

მალხაზ ურთქმელიძის თქმით, შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირის დღეებსაც.

„რამდენადაც ვიცი, დღევანდელი დღისთვის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორთა ლიმიტი ამოწურულია. დღეიდან ჰოსპიტალში ნებისმიერ პაციენტთან ვიზიტორის შესვლა იზღუდება 16:00-დან 18:00 საათამდე, ეს ეხება შაბათ-კვირასაც“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

მსგავსი