გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ იტალიიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და საკარანტინო პერიოდს გაივლის
გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ იტალიიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და საკარანტინო პერიოდს გაივლის

ქუთაისის აეროპორტიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იტალიიდან დღეს ჩამოფრინდა, დაკვირვებისა და პრევენციის მიზნით სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს. ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, პაციენტს არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ვირუსულ ინფექციას.

„სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ჰოსპიტალში შემოიყვანეს, ამ დროისთვის ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, არც სურდო, არც მაღალი ტემპერატურა. პროტოკოლის მიხედვით, ის ორი კვირის განმავლობაში დარჩება ბოქსირებულ განყოფილებაში, პრევენციისა და დაკვირვების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.