გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,  2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის რემონტის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.