გორის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდვები წესდება
გორის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეზღუდვები წესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

უწყების ცნობით, ავტომობილთა ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

„ასევე, 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00–დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი