გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო]
გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო]

გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო მატჩის დასასრულს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი გორიდან იუწყება.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გორის „დილას“ ფეხბურთელის, ლუკა რაზმაძის გაძევებამ გამოიწვია.

თვითმხილველების განცხადებით, გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე სკამები დააზიანა და ცეცხლის მოკიდებაც სცადა.

გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება სტადიონის გარეთ გაგრძელდა.

ჯერ უცნობია, მომხდარის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები. ამ დროისთვის სტადიონის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურში, გორის “დილამ” გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.