გორის „დილას“ მწვრთნელმა ლუქსემბურგში „რასინგთან“ გამარჯვება შეაფასა - განმეორებით მატჩში ვიქნებით იმაზე უკეთესები, ვიდრე პირველში #1TVSPORT
გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ ლუქსემბურგში „რასინგთან“ მოგებული (2:1) კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა.
„ვულოცავ „დილას“ გულშემატკივარს ამ გამარჯვებას. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ.
დიდი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც ამ თამაშის ჩვენ სასარგებლოდ დასრულებაში დაგვეხმარა.
განმეორებით მატჩში კი ვიქნებით იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, მოდით სტადიონზე და ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ სვლა“, – ამბობს „დილას“ მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ გორელები ლუქსემბურგში „რასინგთან“ შეხვედრას აგებდნენ, მაგრამ მე-60 წუთზე წონასწორობა სანდრო ანდრონიკაშვილმა აღადგინა, 78-ე წუთზე კი გუნდს მოგება განელმა ნახევარმცველმა იაკუბ ედუძიმ მოუტანა.
კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას „დილა“ „რასინგთან“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 17 ივლისს გამართავს.