გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრად სძლია – 1:0.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, მთავარი მოვლენები კი შესვენების შემდეგ განვითარდა.
79-ე წუთზე სირილ ედუძის საჯარიმოში წაქცევისთვის ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც აბუბაქარ კონტემ ზუსტად შეასრულა და გორელებს გამარჯვება მოუტანა.
22 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 47 ქულა დააგროვა და ლიდერ „იბერიასთან“ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (32 ქულა) მე-5 პოზიციაზე დარჩა.